პარტია “დროას” ლიდერი მიხეილ სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პროტესტს აგრძელებს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე “ქართული ოცნების” ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურ შურისძიებას არ შეწყვეტს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გამოფხიზლდეს და მიხვდეს, რამდენად საშიშია ადამიანის სიცოცხლესთან თამაში.
ელენე ხოშტარიას სოლიდარობა კიდევ ექვსმა ადამიანმა გამოუცხადა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წევრებმა. ამბობენ, რომ მათი პროტესტიც უწყვეტი იქნება, მიზანი კი ერთია – ხელისუფლებამ დაუყონებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. მოშიმშილეთა შორისაა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, ირაკლი გოგუაძეც. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არაა, თუმცა თვლის, რომ საქართველოს კიდევ ერთი პრეზიდენტის სიკვდილი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ლენე ხოშტარიას პროტესტის უკიდურეს ფორმას, სხვა ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდნენ. ისინი “დროას” ლიდერის შიმშილობას-მძიმე და გაბედულ ნაბიჯად აფასებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, დიდხანს ვერ გაგრძელდება. განსხვავებულია “გირჩისა” და “მოქალაქეების” პოზიცია. ამბობენ, ხოშტარიას სააკაშვილის პარტნიორია, შიმშილობის გადაწყვეტილება კი უადგილო.
შიმშილობის დაწყება და ელენე ხოსტარია მოთხოვნა გაუგებარია მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. „ქართული ოცნების“ წევრები ვითარებას არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, შიმშილობით ხელისუფლებები არ იცვლება და ოპოზიციონერი ლიდერები დროს ფუჭად ხარჯავენ.
პარტია “დროას” ლიდერმა პარლამენტში შიმშილობა გუშინ დაიწყო და უკევ მეორე დღეა მხოლოდ წყალს იღებს. გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიამ გუშინ, პარლამენტში ოპოზიციის ლიდერებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო. მან მთელი ღამე საკანონმდებლო ორგანოში,”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის კაბიტენტში გაატარა.