უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვნას ითხოვს | 04.11.2021

უკრაინის სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს და ის ისეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს, სადაც პროფესიონალური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა იქნება. განცხადება ლუდმილა დენისოვამ  კიევში, მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან და რადას დეპუტატთან, ლიზა იასკოსთან შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრა კიევში შედგა და მას სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეციც ესწრებოდა. ის რამდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს.  ლუდმილა დენისოვას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით ირკვევა, რომ თგიული ალასანია შეშფოთებულია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 35  დღეა შიმშილობს და 20 კილოგრამი დაკარგა. დენისოვას ინფორმაციით, დედა შიშობს, რომ ხანგრძლივმა შიმშილობამ შესაძლოა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილს 26 ოქტომბერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. დენისოვა აცხადებდა, რომ თბილისის აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლისას 40 წუთის განმავლობაში უმიზეზოდ შეაფერხეს. ის ამ დრომდე ახსნა განმარტებების მოლოდინშია.