რატი ბრეგაძის უწყებასთან მესამე პრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მხარდამჭერები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ყოფილი პეზიდენტის დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვენ. ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ იქამდე ვიდრე მიხეილ სააკაშვილს შესაბამის კლინიკაში არ მოათავსებენ.