მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას მმართველი გუნდი კვლავ ცინიკურად აფასებს. უმრავლესობა მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი ამბობს, რომ ციხიდან მისი დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მიაღწევს. “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ ათ დღეში სააკაშვილის გათავისუფლება წარმოუდგენელია.