ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. “დროას” დამფუძნებელის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ისეთ კლინიკაში დროულად გადაყვანაა, სადSHEაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა იქნება. გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ პარლამენტში, ოპოზიციის ლიდერებთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ, პარტია ლელოს და ნაციონალური მოძრაობის წევრები. მათი შეფასებით, ხოშტარიას გადაწყვეტილება სამაგალითოა. ელენე ხოსტარია შიმშილობას დღეიდან იწყებს და ის მხოლოდ წყლის მიღებას აპირებს.ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება.