“ქართული ოცნება” არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აღნიშნავს. პრემიერ-მინისტრის, მტკიცებით, მმართველმა გუნდმა ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება მოიპოვა. “ქართული ოცნება” ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით, “გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს ეყრდნობა. მმართველი გუნდის ლიდერებმა წინასწარი შედეგების გაცნობის შემდეგ, მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” ოფისთან დამონტაჟებული სცენიდან მიმართეს.
ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთეს კახა კალაძემ და მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა. ამბობენ, რომ ყველგან, სადაც “გორბი” ატარებდა კვლევას, გამარჯვებულია “ქართული ოცნება”. კალაძე ამბობს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მასშტაბური პროექტები განხორციელდება.