დილიდან დარღევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სენაკის მეთერთმეტე საარჩევნო უბანზე. “ქართული ოცნების” აგიტატორები ამომრჩევლებზე ზემოქმედებასა და ხმის მიცემის შემდეგ, მათ გამოკითხვას ცდილობენ. დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, სენაკში საარჩევნო პროცესი უბნების გახსნისთანავე უხეში დარღევებით დაიწყო.
სენაკის მე-12 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ხმების მობილიზება, ქრთამის აღებაზე სამართალდამცველი ორგანოდან გათავისუფლებული ფრიდონ ადანაია ახირციელებდა. მისი განსაკუთრებული აგრესია და გაღიზიანება უბანზე მედიის გამოჩენამ გამოიწვია. ადანაიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უბნის დამკირვებელს, ოპერატორს კი ვიდეოკამერის დამტვრევით დაემუქრა და მას ცესკოს აკრედიტაცია ჩამოგლიჯა. დაპირისპირებას სამართალდამცველებიც შეესწრნენ, თუმცა მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენოათ.