“მთავარი არხის” ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები. თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციონერი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია. ნიკა მელია აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დამარცხება უნდა აღიაროს. მან მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.