ზუგდიდში ე.წ. კარუსელის დატრიალებას ცდილბენ – ანი წითლიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს | 30.10.2021

ზუგდიდში ე.წ. კარუსელის დატრიალებას გეგმავენ  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იმ ადამიანების კონკრეტული სახელები და ასევე მანქანის ნომრები დააასახელა, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან და “კარუსელის დატრიალებას” ცდილობენ. როგორც წითლიძემ აღნიშნა, დილიდან, ქალაქის ყველა უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს სამაგიდო სიების კონტროლი შეეზღუდათ.