ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი | 30.10.2021

ფიზიკური დაპირისპირება  ზუგდიდში – სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში ჩართული პირები გააშველეს,  დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.  დაპირისპირება  დღეს დილით ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე დაიწყო და მასში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. როგორც აქტივისტი გიორგი მუმლაძე ამბობს, მმართველი პარტიის მხარამჭერებმა სეპარატისტული განცხადებები გააკეთეს და მათი ზუგდიდში ყოფნა გააპროტესტეს. მოგვიანებით ადგილზე  მერობის კანდიდატი მამუკა წოწერიაც გამოჩნდა, რომელმაც  ამომრჩევლებსა და გუნდის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქტივისტი გიორგი მუმლაძე კი სამართალდამცავებმა პოლიციაში, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ამბობენ, “ქართული ოცნება” უბნებიდან მათ განეიტრალებას ცდილობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები