ხმაური და დაპირისპირება გვიან ღამით, ზუგდიდში მოხდა. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წევრები, ერთმანეთს არჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციის მტკიცებით, “ქართული ოცნების” აქტივისტები მათი მხარდამჭერის სახლში მივიდნენ და მოქალაქეების პირადობის მოწმობების მოპარვაში დაადანაშაულეს. ადგილზე იყო “ქართული ოცნების” წევრი, თამაზ ფაცაციაც, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდა და ამბობდა, რომ არჩევნების გაყალბებას, თავად “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს რისთვისაც მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს. მომხდარის გამო, ზუგდიდის პოლიციამ მხოლოდ ოპოზიციის მხარადმჭერები გამოკითხა.