“მოდი არჩევნებზე” და “აღარ მოეკიდო გაგებით!”- ამ წარწერებით ბუშტები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, “ევროპული საქართველოს” წევრებმა გაუშვეს. აქცია-პერფომანსის მიზანი, მოქალაქეებისთვის იმის თქმაა, რომ არჩევნების მეორე ტურზე მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, თვითმმართველობის არჩევნები იქნება ბიძგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.