არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი, გახარიას გუნდს ტოვებს. ირაკლი თავდგირიძემ ამომრჩევლებისგან მანდატი ოპოზიციის სახელით მიიღო, თუმცა, ოპოზიციისთვის მხარდაჭერას არ აპირებს. მან გადაწყვეტილება საზოგდოებას ფეისბუქ პოსტით ამცნო, ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში შესული ყველა პარტია უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, „ქართული ოცნების” გარდა.
„გასაყიდი უნდა გაიყიდოს“ – ასე აფასებენ პარტიაში „საქართველოსთვის“, ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებას. სიის პირველი ნომერი ირწმუნება, რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და მათთვის მოულოდნელი იყო. აკაკი გვიანიძე, ვარაუდობს, რომ თავდგირიძის მიმართ მოსყიდვის ან დაშინების ფაქტი განცხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელმა პარტია, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დატოვა, გვიანიძე გვარწმუნებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება და საკრებულოში ოპოზიციის სახელით შევლენ.