„სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ფუნდამენტური უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული“ – კარლ ჰარცელი | 28.10.2021

„სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ფუნდამენტური უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული“ –საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ექსპრეზიდენტის პატიმრობას  კიდევ ერთხელ ეხმაურება. კარლ ჰარცელის თქმით, ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს და საკვანძოდ საკითხი კვლავ მისი უსაფრთხოება და უფლებების დაცვაა.

კარლ ჰარცელი წინასაარჩევნო გარემოსაც  აფასებს. ამბობს, რომ მეორე ტურების წინ  კვლავ პოლარიზაციის მაღალი დონეა, რაც საარჩევნო გარემოს ხელს არ უწყობს. დღეს ევროკავშირის ელჩმა ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაცია მიიღო, რომელიც 30 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. დელეგაციის წარმომადგენლებმა დღესვე  გამართეს შეხვედრები, რომელსაც ოპოზიციასთან ერთად, მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.