ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების და დაბალი ვაქცინაციის ფონზე, ექიმები ეპიდვითარების დამძიმებას აანონსებენ. იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ურთულესს მეხუთე ტალღაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროება დადგება.
საგანგაშო ეპიდვიტარების ფონზე რეგიონებში აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი მარათონი. აცრის მიმართულებით, მოქალაქეების აქტივობის გაზრდის მიზნით, ამირან გამყრელიძე ამჯერად სამცხე-ჯავახეთში ჩავიდა. მისი თქმით, კამპანიის მიზანი, აცრის შესახებ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება და ვაქცინირებაა.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვს კი 4009 ადამიანი დაემატა. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 3951 ადამიანი აიცრა. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროზე მიმართონ იმინიზაციის ცენტრებს და ვაქცინაციასთან ერთად მკაცრად დაიცვან დაწესებული რეგულაციები.