“ქართული ოცნების” აქცია 1 საათში დასრულდა. რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები, აქტივისტები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები, თბილისს უკვე ტოვებენ. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ჯერ პრემიერმა ღარიბაშვილმა მიმართა, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარემ- ირაკლი კობახიძემ. ტრიბუნისათან გამოვიდა მერობის კანდიდატი, კახი კალაძე და “ქართული ოცნების” უცვლელი მინისტრი თეა წულუკიანიც. თითოეულმა მათგანმა გამოსვლისას ყველაზე დიდი დრო ოპონენტების, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას დაუთმო. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ 30 ოქტომბერს უპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის მუდმივი საფრთხეა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ტრიბუნიდან ამტკიცებნდნენ, რომ არჩევნების მეორე ტური მათი და ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულება და ეს გამარჯვება განვითარების, სტაბიულურობის და სიმშვიდის გარანტი იქნება.