მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ხელისუფლების მხრიდან მსჯავრდებული პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს როგორც სატელეფონო ზარის განხორციელების, ისე წერილობითი კომუნიკაციაც აკრძალული აქვს და გარდა ამისა მას ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მომსახურების მიღების საშუალებაც არ ეძლევა. ოპოზიცია ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ყველა პატიმარს თანაბარი პირობები აქვს და პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კაპრიზების შესრულებას არ აპირებს.