“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ” | 27.10.2021

„ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ევროპელი დეპუტატები განცხადებას twitter-ზე ავრცელებენ და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

“შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაფერის სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევში, ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.