საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დეპუტატები ნონა მამულაშვილი და გიორგი ხელაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი გახდა, ინიციატორი სალომე სამადაშვილი იყო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ მას “ქართული ოცნების” დეპუტატმა შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო რეპლიკით მიმართა. მამულაშვილი გიორგი ხელაშვილის რეპლიკაზე პარლამენტის ეთიკის კომისიის რეაგირებას ითხოვს.