“ქართული ოცნების” ლიდერების ვიზიტი რეგიონებში გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ამჯერად სამეგრელოში ჩავიდნენ და იმ მუნიციპალიტეტებს ესტუმრნენ, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ისინი ხობში, სენაკსა და ფოთში მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე დარწმუნებულნი არიან, რომ მმართველი პარტიის კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს დამაჯერებლად მოიგებენ.