ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ – ლიზა იასკო სააკაშვილზე | 22.10.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 22-ე დღეა 320 საკანში შიმშილობს. იუსტიციის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის სამკურნალო კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, თუმცა სააკაშვილი ამ ულტიმატუმს უარით პასუხობს.  ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია.

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა  რადას დეპუტატი ლიზა იასკო. ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

წარსდგება თუ არა უახლოეს პერიოდში მოშიმშილე სააკაშვილი სასამართლოს წინაშე ამ დრომდე უცნობია. ადვოკატები ამბობენ, რომ  ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის საჯაროდ გამოჩენის ეშინია და ამიტომ პროცესის ჩანიშვნას შეგნებულად აჭიანურებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები