2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა | 21.10.2021

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით,  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალი საჩივრები,  „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ –  არ დააკმააყოფილა.  რატი ბრეგაძის ცნობით, საქმეები  2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს აერთიანებს.