“ქართული ოცნების” ოპონენეტები, ყოფილი პოლიციელები და რიგითი მოქალაქეები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. საუბარია, ზუგდიდში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც პოლიციამ ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავა. მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურნენ ყოფილი სამართალდამცავები. ისინი პროტესტის ნიშნად ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბნენ. მათი შეფასებით, ყოფილი ძალოვნების წინააღმრდეგ, ხელისუფლებამ სამეგრელოში რეპრესიები დაიწყო. მიზეზი კი არჩევნების მეორე ტურია. ამბობენ, რომ ისინი ხელს უშლიდნენ ქართული ოცნებას არჩევნების გაყალბებაში. სწორედ ამიტომ, მმართველმა გუნდმა არასასურვველი პირების დაკავება დაიწყო.
ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაცია სამეგრელოში გვიან ღამით ჩატარდა. დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. გაჩხრიკეს ყოფილი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს.