მიხეილ სააკაშვილის საქმეს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება – კარლ ჰარცელის განცხადება | 21.10.2021

“მიხეილ სააკაშვილის საქმეს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება” – განცხადება ევროკავშირის ელჩმა დღეს ჟურნალისტებთან ბათუმში გააკეთა. როგორც კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს უთხრა,  ის  საქართველოში შექმნილი ვითარებასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ, ევროპარლამენტარების განცხადებებსა და წერილებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ელჩი ჰარცელი აღნიშნავს, რომ ეს ევროპარლამენტარები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის საქმიანობაში. ჰარცელს მოლოდინი აქვს რომ  სააკაშვილთან მიმართებით, პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება.

“როგორც ყოველთვის, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ამ წერილს ხელი მოაწერეს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის საქმიანობაში, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პატნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომა არის, რომ ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის გათვალისწნებით, გამჭვირვალედ და ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიც არის სახალხო დამცველი. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად.ის კომენტარები, რასაც ინდივიდუალური ევროპარლამენტარები აკეთებენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და მათზეა დამოკიდებული, მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირება. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ეს არის ის უმაღლესი სტანდარტები, რაც უნდა იყოს დაცული, ეს არის პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს,” – განაცხადა ჰარცელმა.

ხუთმა ევროპარლამენტმა 2 დღის წინ განცხადება გაავრცელა. ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე  წერდნენ, რომ საქართველოში  არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. დეპუტატები ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდნენ, მთავარ არგუმენტად კი – ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები  მოჰყავდათ.