გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა | 21.10.2021

ქართველების მიერ მითვისებული  მილიონობით ევრო გერმანიაში – გენერალურმა  პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა . დაკავებულია საქართველოსა და ისრაელის 7 მოქალაქე.  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით გერმანიისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა გამოგონილი სახელებით და ფასიანი  ქაღალდებისა და აქციების  ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობას სთავაზობდა.  აღნიშნული სქემით  დანაშაულებრივმა 9 მილიონ ევროზე მეტი,  716 ათასზე მეტი დოლარი  და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი მიითვისა. ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ერთდროულად ორ ქვეყანაში, გერმანიასა და საქართველოში ჩატრადა. მასში ასევე ორი ქვეყნის 110 სამართალდამცავი მონაწილეობდა.  დაკავებულ პირებს ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება კი  გრძელდება.