საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უყება მესამე პრეზიდენტს ამჯერად სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. სააკაშვილს ბრალი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გააცნეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მეოცე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან რთულდება. კონსილიუმმა მესამე პრეზიდენტის დროებითი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა, თუმცა დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებლებაში გადაყვანას ჯერ-ჯერობით უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილება თავად მსჯავრდებულმა უნდა მიიღოს. ამ ეტაპზე სააკაშვილი მხოლოდ მედიკამენტოზურ ჩარევას დათანხმდა. ის ამბობს, რომ ვიდრე დაპატიმრებულია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა არჩევნების მეორე ტურამდე სურს რომ საღი აზროვნება შერჩეს.
რა გადაწყვეტილებას მიიღევს მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღის ბოლოს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი შევა.