“სასწორზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაა” | 20.10.2021

“სასწორზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზე პასუხისმგებელი კი “ქართული ოცნებაა”-  ამ განცხადებას  ევროპარლამენტარები ავრცელებენ.

განცხადებას ხელს 5 ევროპარლამენტარი აწერს. ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე  წერენ, რომ საქართველოში  არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მამრთველ გუნდს ეკისრება. დეპუტატები ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, მთავარ არგუმენტად კი – ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები  მოჰყავთ. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ საქართველოს პრემიერის  განცხადებები  საგანგაშო სიგნალია და ის ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუარესებაზე მიუთითებს.