საარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” მიერ სიძულვილის ენის გამოყენება, დღეს, აქციით გააპროტესტეს. საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბა. ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებმა, მათ შორის პრემიერმა ღარიბაშვილმა ხალხში, აგრესიისა და დაპირისპირების გაღვივება უნდა. მათივე თქმით, უნდა დასრულდეს განსხვავებული აზრის დევნაც.