მეუფე სპირიდონის სკანდალური ქადაგება – რატომ დაუპირისპირდა ეკლესია სააკაშვილის ხელისუფლებას | 19.10.2021

სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება დაფინანსების საკითხზე დაიწყო. სასულიერო პირის თქმით, ექსპრეზიდენტი საპატრიარქოს თავდაპირველად ეხმარებოდა, თუმცა შემდეგ ეკლესიას დაუპირისპირდა და მისმა ხელისუფლებამ კრახი სწორედ ამიტომ განიცადა. ირკვევა, რომ ეკლესია წინა ხელისუფლებას ყოველწლიური 25 მილიონის ნაცვლად, დაფინანსების 50 მილიონამდე გაზრდას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

საპატრიარქოს ფინანსურ ინტერესებზე წლებია საუბრობს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი. მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, რომ პირადი ინტერესებისთვის, სწორედ სხალთელი ეპისკოპოსი ითხოვდა დაფინანსების გაზრდას.