თბილისის მერობის კანდიდატი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებები კიდევ ერთხელ გააცნო. შეხვედრაზე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მივიდნენ. მათი თქმით, კახა კალაძე ერთადერთი კანდიდატია რომელმაც იცის საქმის კეთება.