“ქართული ოცნება”, როგორც ამას თავად ამბობს – “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოოდ დასრულებისთვის და მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერების განცხადებებს, ე.წ სისხლიან ბანერებს, ახლა უკვე კლიპები ემატება. ამის მაგალითი კი, ქართული ოცნების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოა, რომლის მთავარი ადრესატიც, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილია. როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, მთავარი ამოცანა ახლა არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების რისკების მინიმუმადე დაყვანაა.
30 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება ოპოზიციაც. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ აგრესიული საარჩევნო გარემო აზიანებს ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ოპოზიციური სპექტრი მოსახლეობას მრავალპარტიულ კოალიციურ პრინციპზე დაფუძნებულ მთავრობას სთავაზობს, რომელიც ქვენყის განვითარების საწყისი და “ოცნების” ერთპარტიული კორუმპირებული მთავრობის დასასრული იქნება.