საქართველოში კორონავირუსის მე-5-ე ტალღა დაიწყო. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 42 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით ინფიცირების 2479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდპაციენტების რაოდენობამ იმატა კლინიკებში. ეპიდემიოლოგები ვიტარების კიდევ უფრო გართულებას ელოდებიანა. ამ ფონზე კი სულ უფრო მცირდება ვაქცინაციის ტემპი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით სულ 2265 ადამიანი აიცრა, მათ შორის შიდა ქართლში ვაქცინა მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაიკეთა. მცხეთა მთლიანეთში კი ბოლო ერთ დღეში არავინ აცრილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.