ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მაღალია. ბოლო 24 საათში ვირუსით 3270 ადამიანი დაინფიცირდა, 26 – გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID–19 ჯამში 9 396 პირი ემსხვერპლა. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე კი მკვეთრად შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 843 ადამიანი აიცრა. ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 800 000-სს გადააჭარბა.