მღვდელმთავრები სუს-ის მოსმენებზე | 14.10.2021

სასულიერო პირები  ე.წ სუს-ის ფაილებსაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მათ გავრცელებული ჩანაწერები არ აინტერესებთ. მღვდელმთავრები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ პრობლემა უსმენს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასულიერო პირებს. თიანეთისა და ფშავხევ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი ამბობს, რომ ე.წ სუს-ის ფაიილებში თავადაც ფიგურირებს, თუმცა თვლის, რომ  ჩაანწერების მხოლოდ 5%-ია სიმართლე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინა, რომელიც რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. სვეტიცხოველში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მათ მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცეს.