მღვდელმთავრების ნაწილი საყოველთაო შერიგებაზე საუბრობს, ნაწილი კი ამბიობს, რომ შერიგება ვერ მოხდება | 14.10.2021

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას იზიარებს სასულიერო პირთა ნაწილი და შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერასაც აპირებს. მღვდელმთავრების ერთი ნაწილი საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს,  რომ ადამიანებმა მიმტევებლობით უნდა იცხოვრონ. სასულიერო პირთა მეორე ნაწილი კი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ შერიგება ვერ მოხდება, რადგან  დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს.