მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მომავალ კოლონებს ცოცხებით და კონტრაქციით დახვდნენ | 14.10.2021

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მომავალ კოლონებს დღეს  კონტრაქციით დახვდნენ. სამეგრელოდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გზა აბაშაში გადაუკეტეს. კონტრაქციის მონაწილეები  მათ  ცოცხებით დახვდნენ, რადგნ მათი განმარტებით,  სწორედ ეს არის  „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მთავარი სიმბოლო. შეკრებილები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას აპროტესტებდენ და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვდენ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ე.წ. ცოცხების პერფორმანსით გამოაცილეს იმერეთიდანაც.