შეხვედრა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტთან შიმშილობის საკითხზე არ უსაუბრია. სინოდის წევრს იმედი აქვს, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლება საერთო ენას გამონახავს და სააკაშვილი ციხიდან გამოვა. მეუფე ნიკოლოზი ერთ-ერთი სასულიერო პირია, რომელმაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა.