პროკურორი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა კარტოგრაფების საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს | 13.10.2021

ე.წ. კარტოგრაფების საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა. განხილვა დღეს  გახმაურებული საქმის შეცვლილმა მოსამართლემ დაიწყო. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო განხილვებისას მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს.  დაცვის მხარე კი  კვლავ საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.