კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მზარდია – COVID-19-ის 4 837 ახალი შემთხვევა | 13.10.2021

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მზარდია.   ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის  4 837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 26 ადამიანი კი გარდაიცვალა.  ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ კოვიდის მორიგი, მეხუთე ტალღა რეგიონებიდან დაიწყოს. სახელდება სამი სავარაუდო რისკზონაც – სამეგრელო, იმერეთი და კახეთი. ექიმები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება დროზე მიმართონ იმუნიზაციის ცენტრებს და გადაარჩინონ საკუთარი და ახლობელი ადამიანების სიცოცხლე. ვაქცინაციასთან ერთად ისინი რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.

რაც შეეხება ვაქცინირებულთა სტატისტიკას –  ბოლო დღე ღამეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა   6 837 ადამიანმა გაიკეთა,  საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობამ 1 800 00   გადაჭარბა.