“პოლიტიკური მართლმსაჯულება ევროპისთვის მიუღებელია” – ასე ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და twitter-ზე წერს, რომ საქართველოს ექს პრეზიდენტისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ობიექტურ შემოწმებას საჭიროებს.
ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის ოპონენტები კარლ ბილდტის შეფასებას იზიარებენ, ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ექს პრეზიდენტის ბრალეულობა სამართლიანმა სასამართლო სისტემამ უნდა განიხილოს. სახელისუფლებო პარტიაში კი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმარად არ მიაჩნიათ. “ოცნება” შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრს აკრიტიკებს და ბრალდებებს უყენებენ.