კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა. ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი ამბობს, რომ მას არაერთი მტკიცებულება აქვს, რომელიც სამედიცინო პერსონალის მხრიდან გულგრილობასა და დაგვიანებულ რეაგირებაზე მიუთითებს. გარდაცვლილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა დაგვიანებულ რეაგირებასა და ექიმების არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა. ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს გარდაიცვალა.