“უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, თუმცა აშკარაა რომ ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ” | 06.10.2021

“უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, თუმცა აშკარაა რომ ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ” – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს გააკეთა. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაზე იენს სტოლტენბერგმა ნატოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და რუსეთის პროვოკაციაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში კი ის  საქართველოს და უკრაინის საკითხსაც შეეხო. სტოლტენბერგის განცხადებით როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ საქართველო და უკრაინა მზად არიან გაწევრიანებისთვის ეს ასეც მოხდება. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ ორი ქვეყნის გაწევრიანება უახლოესი მომავლის პერსპექტივა არ არის ამიტომ, ნატომ როგორც ორგანიზაციამ მეტი უნდა გააკეთოს ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერისთვის.