რუსმა ოკუპანტებმა ერგენთიდან საქარველოს კიდევ 3 მოქალაქე გაიტაცეს | 05.10.2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გორის სოფელ ერგენთის მიმდებარედ საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

“დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.  ერთი პირი უკვე გადმიეცა ქართულ მხარეს. ოსური მედიის ცნობით, ის  გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. რის შემდეგაც ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადმოიყვანა. 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სუს-ი მომხდარზე პასუხისნგებლობას რუსეთს აკისრებს