“ოფიციალური ვაშინგტონი ინფორმირებულია ბატონი სააკაშვილის დაკავების შესახებ დაყურადღებით აკვირდრება მოვლენების განვითარებას,” – განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნედ პრაისის პასუხი მოჰყვა შეკითხვას, რა რეაქციას იწვევს სააკაშვილის დაკავება, მის მიერ შიმშილობის გამოცხადება და ის, რომ საქართველოში სააკაშვილს ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.