საარჩევნო გარემო დაშინებით, მოსყიდვითა და ზეწოლით დაზიანდა – ამერიკის საელჩო თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს. საელჩო ღრმად შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ საქართველოში სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის ზღვარი წაშლილია, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა კი, ეჭვი წარმოშვა არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. აშშ-ის დიპლომატიური მისიის შეფასებით, ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია ქვეყნის ევროატლანტიკურ იდეალებთან და არსებობს სახიფათო რისკიც, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს.