ბათუმის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები ისევ დაიტბორა | 04.10.2021

უხვი ნალექის შედეგად ბათუმის ქუჩები  და საცხოვრებელი სახლები ისევ დაიტბორა.  ძლიერმა წვიმამ აღმაშენებლის ქუჩის ერთი მონაკვეთი და მიმდებარე კომერციული ფართები დატბორა. ადგილობრივები მომხდარის მიზეზად მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს ასახელებენ და ზარალის ანაზღაურებას შესაბამისს სამსახურებს sთხოვენ. ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესები გამოიწვია მაღალმთიან აჭარაშიც.  სტიქიური პროცესები  ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გავითარდა. მომხდარის  შედეგად არავინ დაშავებულა.