საარჩევნი უბნებზე მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მხარდამჭერებს მიმართა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კბახიძემ ამომრჩეველს პროვოკაციების შემთხვევაში მაქსიმალური სიმშვიდისა და მოთმინებისკენ მოუწოდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მიმართა კრიტიკულ მედიასაშუალებებსაც. ის ჟურნალისტებს სთხოვს, რომ ხელოვნური აჟიოტაჟით მოსახლეობაში ყალბი აღქმები არ შექმნან.