საბურთალოს ოლქის მე-14 უბანზე, საარჩევნო პროცესს აკვირდება საქართველოში ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ დღეს ამომრჩევლები ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლებენ. ელჩმა მოუწოდა ხალხს, დაიცვან საარჩევნო უბნებზე კოვიდრეგულაციები.