საარჩევნო უბნებთან დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დილიდან უბნებზეარაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის ხმის მიცემის ფარულბის დარღვევა, კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო უბნებზე აგიტაციის ფაქტები და პარტიის წარმომადგენლებზე ზეწოლის შემთხვევები. ვაშაძის თქმით, ადგილი ჰქონდა ბიულეტინის დაზიანების ფაქტებსაც, რაც ხმის მიცემას შეუძლებელს ხდის.