მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში არის გადაყვანილი. პრემიერის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია და შეირჩა ისეთი დრო, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებით პასუხი გაეცა დღის მთავარ კითხვას და უკვე ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, რასაც “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში უარყოფდნენ.